Accessibility links

გერმანელი მინისტრი: გამოთქმას, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, მსგავსი პასუხი მოჰყვება


გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა გააფრთხილა აშშ, რომ გამოთქმას, "ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, მსგავსი პასუხი მოჰყვება ევროპელი პარტნიორებისგან და ისინი, პირველ რიგში, თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებენ. „აშშ ჩვენი მეგობარი და პარტნიორია და გვსურს დავიცვათ ჩვენი საერთო ფასეულობები, თქვა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პეტერ ალტმაიერმა გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის, „ა-ერ-დეს“ ეთერში, 18 მაისს. მაგრამ, განმარტა მინისტრმა, გერმანია გააგრძელებს ერთობლივ პროექტს რუსეთთან, მიუხედავად აშშ-ის ძლიერი წინააღმდეგობისა. ალტმაიერი საუბრობდა მილსადენ „ ჩრდილოეთის ნაკადი ორის“ შესახებ. თუ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, და ის თავის ეკონომიკურ ინტერსებს აყენებს სხვებზე წინ, მაშინ უნდა მოელოდეს, რომ ევროპა თავის ინტერესებს დაიცავს და მათთვის იბრძოლებს, თქვა ალტმაიერმა, რომელიც, კანცლერ ანგელა მერკელის ახლო მოკავშირეა და მასსავით თვლის, რომ მილსადენი გერმანიის ეკონომიკისთვის არსებითია. ალტმაიერმა დაადანაშაულა აშშ, რომ ის ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიისკენ დაგეგმილი მილსადენის გაყვანას, რათა ამერიკულმა კომპანიებმა თხევადი ბუნებრივი აირი ევროპაში გაყიდონ. 17 მაისს აშშ-მა მუქარა გამოთქვა, რომ სანქციებს დააწესებს, რათა შეეცადოს მილსადენისთვის ხელის შეშლას. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ამერიკულ ფირმებს, მეტი ბუნებრივი აირი შეიტანონ ევროპაში, როგორც მან თქვა, რაც ევროპელებს დაეხმარება, რუსეთის გაზზე დამოკიდებელის შემცირებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG