Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ახალი, ქვეითი პატრული ჰყავს


ქვეითი პატრული
ქვეითი პატრული

21 მაისიდან თბილისში ამოქმედდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი. მისი წარმომადგენლები ქვეითად განახორციელებენ პატრულირებას თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც განთავსებულია ძირითადი გასართობი ინფრასტრუქტურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის ძირითადი ამოცანაა ქვეყნის სტუმრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თანამედროვე საშუალებებით, მათ შორის უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი ქვეითი პატრულ-ინსპექტორები დღე-ღამის ყველაზე აქტიურ პერიოდებში, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე განახორციელებენ პატრულირებას შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის და ვერცხლის ქუჩებზე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის და საარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის გამზირსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე. შსს-ს ცნობითვე, პირველ ეტაპზე, პატრულირებას განახორციელებს ქვეითი პატრულის 10 ჯგუფი და მათი რაოდენობა გაიზრდება ტურისტული სეზონის გააქტიურების შესაბამისად. ქვეითმა პატრულ-ინსპექტორებმა სპეციალური კურსი გაიარეს შსს-ს აკადემიაში. ყველა მათგანი ფლობს ერთ, ან მეტ უცხო ენას. ქვეითი პატრულ-ინსპექტორების ერთ-ერთი ამოცანაა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა, მათი ინფორმირება საქართველოში მოქმედი კანონების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების სპეციალურ ცენტრებში გაგზავნა.

XS
SM
MD
LG