Accessibility links

პრეზიდენტი ტრამპი მოითხოვს მის საარჩევნო კამპანიაში შესაძლო, პოლიტიკური ჩარევის გამოძიებას


დონალდ ტრამპი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აპირებს შეამოწმოს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიმართ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ქმედებები. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, სარა ფლორესის განმარტებით, აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური მოტივი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას. 20 მაისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ მოითხოვს იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლოს ხომ არ მოქმედებდა ფედერალური საგამოძიებო ბიურო პოლიტიკური მიზნებით და ობამას ადმინისტრაციის დავალებით. აშშ-ის პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად 21 მაისს მიმართავს. ამერიკული პრესით გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ტრამპის შტაბში ინფორმატორი ჰყავდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG