Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვის მერის არჩევნების პირველ ტურში პრორუსული პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა


იონ ჩებანი
იონ ჩებანი

მოლდავეთის დედაქალაქის, კიშინიოვის მერის ვადამდელი არჩევნების პირველ ტურში ხმების თითქმის 41%-ით გაიმარჯვა პრორუსული „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატმა, იონ ჩებანმა. მეორე ადგილზე ხმების 32%-ით გავიდა პროევროპული პარტიის, „ღირსების და სიმართლის პლატფორმის“ კანდიდატი, ანდრეი ნასტასე. კიშინიოვის მერის არჩევნების პირველი ტური 20 მაისს ჩატარდა. მოლდავეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 35,5% იყო. მეორე ტური 3 ივნისს გაიმართება. კიშინიოვის მერის ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2018 წლის თებერვალში ამ თანამდებობიდან გადადგა პროევროპული „ლიბერალური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, კორუფციაში ბრალდებული დორინ კირტოაკე. ყოფილი მერი მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG