Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართა მაიკ პომპეოს და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა


ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა, სადაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. საქართველოს მთავრობის პრესცენტრის ცნობით, კვირიკაშვილი 21-23 მაისს სტუმრობს აშშ-ს და მონაწილეობს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაში. 23 მაისს, პრემიერ-მინისტრი დაესწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში, "შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში" გაიმართება. საქართველოს დელეგაცია ასევე მოიცავს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძეს.

XS
SM
MD
LG