Accessibility links

მაიკ პომპეო: „აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში“


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში. ამის შესახებ მან 21 მაისს განაცხადა, ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას: „ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას“. მისივე თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო ინტერესების დაცვის საქმეში, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ეყრდნობიან ძლიერ, მოქმედებისთვის მზად მყოფ და თავდაცვისუნარიან პარტნიორებს: „საქართველო სწორედ ასეთი პარტნიორია, რომელმაც საქმით დაამტკიცა თავისი მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში და დაიცვას დასავლური ღირებულებები. საქართველო არის ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. ისინი თავდაუზოგავად ასრულებენ ამ მოვალეობას. 32-მა ქართველმა მებრძოლმა თავი შესწირა იქ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს“. ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა, სადაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. საქართველოს მთავრობის პრესცენტრის ცნობით, კვირიკაშვილი 21-23 მაისს სტუმრობს აშშ-ს და მონაწილეობს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG