Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად მსჯელობს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე


აქცია "ჩემი თავისუფლებისთვის" საქართველოს პარლამენტთან. 2018 წლის 13 მაისი
აქცია "ჩემი თავისუფლებისთვის" საქართველოს პარლამენტთან. 2018 წლის 13 მაისი

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. დღის წესრიგშია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინილიზაცია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი ეწინააღმდეგება. მხარდამჭერების პოზიციაა, რომ კანონმდებლობა ჰუმანური უნდა გახდეს ნარკომომხმარებლების მიმართ და გამკაცრდეს ნარკოტიკის გამსაღებელთა წინააღმდეგ. საპარლამენტო უმრავლესობის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება „თეთრი ხმაურის მოძრაობა,“ რომლის ორგანიზებით, 12-13 მაისს თბილისში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის.“ ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული აქცია თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო რეიდის შემდეგ დაიწყო. მმართველი გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით გაირკვევა რა ფორმით გააგრძელებენ მოქმედებას აქციის „ჩემი თავისუფლებისთვის“ მონაწილეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG