რუსეთის უახლესი ბირთვული რაკეტების გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა - ამის შესახებ ამერიკული სპეცსსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება ტელეკომპანია CNBC. მისი ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე ჩატარებული ოთხივე გამოცდა წარუმატებელი იყო და მათგან საუკეთესო შემთხვევაში რაკეტამ მხოლოდ 35 კილომეტრზე იფრინა და ჩამოვარდა. წყაროს ცნობითვე, გამოცდისას არ იმუშავა ბირთვულმა დანადგარმა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ახალი ბირთვული რაკეტების გამოცდა კრემლმა მოითხოვა მიუხედავად კონსტრუქტორების გაფრთხილებისა, რომ სისტემა მზად არ იყო. 1 მარტს, რუსეთის ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი,“ რომელსაც მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს და მოუწვდომელია რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის ობიექტებისთვის.
აშშ-ის წყაროების ინფორმაციით, რუსეთის ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოცდა წარუმატებელი იყო

ყველაზე პოპულარული
1