Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო 12 მაისის შემდეგ დახურული ღამის კლუბების გახსნა


სპეცრაზმელები "ბასიანთან." თბილისი, 2018 წლის 12 მაისი
სპეცრაზმელები "ბასიანთან." თბილისი, 2018 წლის 12 მაისი

22 მაისს თბილისში კვლავ გაიხსნა „კაფე გალერი“ და მის მეორე სართულზე მდებარე "ბლოუ ბარი," რომლებიც სამართალდამცავებმა ათი დღის წინ დალუქეს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. ამ დრომდე დაკეტილია კლუბი „ბასიანი,“ რომლის ამუშავების დრო ჯერჯერობით უცნობია. 12 მაისს ღამით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კლუბებში ჩაატარა „საგამოძიებო მოქმედებები“ ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ. "ბასიანსა" და "კაფე გალერიში" შევიდნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები. პოლიციელებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს 8 პირი, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე. შსს-მ „ბასიანის“ და „კაფე გალერის“ შენობებში სპეცრაზმის შესვლის მიზეზად დაასახელა ოპერატიული ინფორმაცია ადგილზე ნარკოტიკის გასაღების შესახებ. ღამის კლუბებში ჩატარებული ოპერაციის გამო, 12-13 მაისს თბილისში გაიმართა აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის,“ რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG