Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 წლის განმავლობაში პირველად, ამნესტი ინტერნეიშენალი უზბეკეთს ეწვევა


14 წლის განმავლობაში პირველად, უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი მიმდინარე კვირაში უზბეკეთს ეწვევა. 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია ამბობს, რომ 22-25 მაისს უზბეკეთში ჩავლენ მარი სტრუთერსი, ამნესტის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი და მისი მოადგილე, დენის კრივოშეევი. ისინი შეხვედრებს გამართავენ მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სტრუთერსი ამბობს, რომ ორგანიზაციამ ტაშკენტისთვის შეიმუშავა რეკომენდაციათა ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს "პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დევნილთა რეაბილიტაციის მექანიზმების" დაარსებას და "წარსულში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას". სტრუთერსის თქმით, მართალია ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში ხელისუფლებამ გადადგა იმედის მომცემი რამდენიმე ნაბიჯი - განსაკუთრებით წამების აკრძალვა ჩვენების მისაღებად - გასაკეთებელი ბევრი რჩება წარსულში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამოძიებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG