Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია აცხადებს, რომ მთავრობა სრულად აკონტროლებს დამასკს


სირიის არმია აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებისგან დაიბრუნა კონტროლი დამასკის ანკლავზე, რითიც მან სრული კონტროლი დაამყარა დედაქალაქზე, 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ პირველად. პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში, იარმუკში და იქვე ახლოს მდებარე ჰაიარ ალ-ასვადის უბანში ექსტრემისტების მიერ დაკავებულ ადგილებზე კონტროლის დამყარებას წინ უძღოდა მასშტაბური დაბომბვა, რომელმაც გაანადგურა ადგილები, სადაც უწინ 200,000-მდე პალესტინელი ლტოლვილი ცხოვრობდა. ბანაკი დიდწილად დაცარიელებული იყო წინა წლებში მომხდარი თავდასხმების გამო, და ბოლო შეტევამდე იქიდან დარჩენილი სამოქალაქო პირების ევაკუაცია განხორციელდა. სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენეს სამხედროები, რომლებიც დანგრეული შენობების თავზე სირიის დროშებს აფრიალებდნენ. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალების მიერ მოპოვებულმა ამ გამარჯვებამ მასთან დაკავშირებულ გასამხედროებულ ჯგუფებს საშუალება მისცა ქალაქის შემოგარენში, ისრაელის საზღვართან ახლოს დაეკავებინათ ტერიტორიები. ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები, მათ შორის ლიბანური ჰეზბოლა - რუსეთის საჰაერო ძალებთან ერთად - გადამწყვეტი მნიშვნელობის ძალას წარმოადგენენ სირიის მთავრობისთვის, რომელსაც დამასკში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტერიტორიების დაბრუნებაში ეხმარებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG