Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს ბოიკოტი გამოუცხადონ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას


ორგანიზაცია ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს მომავალ თვეში ბოიკოტი გამოუცხადონ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას რუსეთში, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ნაბიჯებს არ გადადგამს სირიელი სამოქალაქო პირების დასაცავად. რუსეთი, რომელიც წელს პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთ-ერთი საკვანძო მოკავშირეა შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში და ნიუ-იორკში განთავსებული უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოსკოვს პასუხისმგებლობა ეკისრება სირიელი სამოქალაქო პირების ტანჯვაზე. "მსოფლიო ტელევიზიით გადაცემული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობით, რუსეთი ცდილობს მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მიმხრობას და პატივისცემის მოპოვებას" - წერს HRW-ს აღმასრულებელი დირექტორი, კენეთ როთი 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. მისი თქმით, მსოფლიოს ლიდერებმა "პრეზიდენტ პუტინს უნდა მიანიშნონ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ის კურსს არ შეცვლის და არ იმოქმედებს რუსეთის და სირიის ძალების მიერ სირიაში ჩადენილი სისასტიკის დასასრულებლად, ისინი გახსნის ცერემონიაზე მასთან ერთად არ იქნებიან VIP განყოფილებაში". ჩემპიონატს ტელევიზიით მილიარდობით ადამიანი მიადევნებს თვალს მსოფლიოს გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG