Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიელი მთამსვლელი დაიღუპა მწვერვალ ევერესტზე


მთამსვლელ გიორგი პეტკოვის ცხედრის გადასვენება
მთამსვლელ გიორგი პეტკოვის ცხედრის გადასვენება

მაკედონიელი მთამსვლელი დაიღუპა მწვერვალ ევერესტის ბოლო სიმაღლის დალაშქვრის დროს. ნეპალის მთამსვლელთა ორგანიზაციის ინფორმაციით, 63 წლის გიორგი პეტკოვი 7200 მეტრის სიმაღლეზე 20 მაისს მოწყდა. წინასწარი ინფორმაციით, მთამსვლელს გული გაუჩერდა. მიმდინარე სეზონის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე მთამსვლელის დაღუპვის შემთხვევაა ჰიმალაიში. გასულ კვირაში, მარტოხელა რუსი მთამსვლელი დაიღუპა ოთხიდან ერთ-ერთი უმაღლეს მწვერვალ, ლჰოძეს ბოლო სიმაღლის აღების დროს. მსოფლიოს უმაღლესი 14 მწვერვალიდან 8 ნეპალში მდებარეობს. ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად შემოსავალს შეადგენს იმ უცხოელი მთამსვლელების მიერ გადახდილი თანხები, რომლებიც აპრილიდან მაისის თვეში დიდი რაოდენობით ჩადიან ნეპალში მწვერვალების დასალაშქრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG