Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ხუთ ირანელს ჰუთი მეამბოხეების დახმარებისათვის


ჰუთი მეამბოხეები
ჰუთი მეამბოხეები

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ხუთ ირანელს, რომლებსაც ბრალი ედებათ იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებაში. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პირველი ოთხი პირი იემენელ მეამბოხეებთან თანამშრომლობას აწარმოებდა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის გზით და მეამბოხეებს უზიარებდა გამოცდილებას ბალისტიკურ რაკეტებზე და აწვდიდა იარაღს, რომელიც „იემენში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში მანამდე არავის უნახავს“. კიდევ ერთ პირს, მოჰამედ ტეჰრანის, ვაშინგტონი ბრალს დებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სავარაუდო ფინანსურ დახმარებაში. ხუთი ირანელის მიმართ სანქციების დასაწების შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონია სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადება, რომ აშშ-ი მალე აღკვეთს ირანის მიერ ჰუთის მეამბოხეების დახმარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG