Accessibility links

იუწყებიან, რომ რუსეთში დააკავეს ნავალნის თანაშემწეები


22 მაისს მოსკოვში დააკავეს პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი და ნავალნის იუტუბის არხის წამყვანი - იუწყება დამოუკიდებელი მედია. კირა იარმუში და რუსლან შავედინოვი ცალ-ცალკე დააკავეს და ტვერსკოიეს პოლიციის განყოფილებაში მოათავსეს. შავედინოვმა ტვიტერით დაწერა, რომ თავის სახლთან ახლოს დააკავეს, იარმუში კი ასევე ტვიტერით იუწყება, რომ მაშინ დააკავეს, როცა პოლიციის განყოფილებაში შავედინოვის დასაცავად მივიდა. ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატის, ივან ჟდანოვის თანახმად, დაკავებულებს ბრალად ედებათ 5 მაისს, პრეზიდენტ პუტინის ხელახალი არჩევის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორად ყოფნა. ლოზუნგით "ის ჩვენი მეფე არ არის" ნავალნიმ მომხრეებს მოუწოდა ქუჩებში გამოსულიყვნენ, პუტინის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე. პოლიციაზე დამკვირვებელი დამოუკიდებელი ჯგუფის, OVD-ინფოს ცნობით, იმ დღეს 26 ქალაქში დააკავეს 1612-მდე პირი, აქედან 7000-მდე მოქალაქე მოსკოვში, თავად ნავალნის ჩათვლით. ნავალნი თავდაპირველად გაათავისუფლეს, მაგრამ 15 მაისს მოსკოვის სასამართლომ მისი 30 დღით დაპატიმრების ბრძანება გასცა - მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნო სახალხო აქციების ორგანიზების წესების რამდენჯერმე დარღვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG