Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტრო "რუსთაველთან" მეტროს მემანქანეთა მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს


აქციის მონაწილენი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება უვადოდ შეეზღუდათ. აქციის ორგანიზატორები არიან: “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“ და „აუდიტორია 115“.

უფლებადამცველთა შეფასებით, სასამართლომ მეტროს თანამშრომლებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შეუზღუდა. ისინი განჩინების გასაჩივრებას აპირებენ.

მეტროს მემანქანეები, უკვე რამდენიმე კვირაა, წინასაგაფიცვო რეჟიმში იმყოფებიან. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ კი აცხადებენ, რომ ხელფასის გაზრდის საბიუჯეტო რესურსი არ არსებობს. მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტრო არ გაიფიცება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს პროფკავშირს „ერთობა 2013“-ს ერთ თვეში ორჯერ შეუზღუდა სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება - 3 მაისს ერთი თვით, 21 მაისს კი განუსაზღვრელი ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG