Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა 140-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა 143 მსჯავრდებულის შეწყალების განკარგულებას. მათგან პატიმრობიდან გათავისუფლდა 84, 59-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების საკითხთა კომისიამ სულ განიხილა 1347 პირის საქმე. კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვაზე პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის გამო, კომისიამ გადადო 216 საქმე და მათ განხილვას უახლოეს მომავალში, მორატორიუმის ამოწურვის შემდეგ დაუბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG