Accessibility links

ძიუდოისტები მორიგ აქციას პარლამენტთან გამართავენ


ძიუდოისტების აქცია ფედერაციის შენობასთან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მორიგ აქციას პარლამენტის წინ გამართავენ და მხარდამჭერებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ. ნაკრების წევრთა უმრავლესობა ვარჯიშის განახლებას არ აპირებს, ვიდრე დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს. მორიგი შეკრება კი 27 მაისს, 17:00 საათზე შედგება თბილისში, პარლამენტის შენობასთან.

24 მაისს, დილით ნაკრების წევრები ისევ ფედერაციის ოფისთან მივიდნენ და უპასუხეს დავით ქევხიშვილის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებას. ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტსმენებს შესთავაზა, დაესახელებინათ მათთვის სასურველი პირები და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ისინი დაინიშნებიან მნიშვნელოვან პოზიციებზე, შესაბამისი ანაზღაურებითა და უფლებებით.

„ჩვენ ვართ სპორტსმენები და ჩვენი მხრიდან სასურველი კადრების დასახელება სისულელეა. პრობლემების მოგვარებასა და ძიუდოს ჩიხიდან გამოყვანაზე სპეციალისტებმა უნდა იზრუნონ. იქამდე კი უნდა გადადგეს პრეზიდენტი, რომლის ხელშიც სპორტის ეს სახეობა იღუპება“, - თქვა დილის აქციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG