Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზპრომმა ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია და ჯარიმა აირიდა


რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ შეთანხმებას მიაღწია ევროკავშირის მარეგულირებლებთან და აირიდა ჯარიმის გადახდა ანტიმონოპოლიურ საქმეში, რომელიც შვიდი წელია მიმდინარეობს. ევროკავშირის კონკურენციის კომისარმა მარგრეთე ვესტაგერმა ბრიუსელში განაცხადა, რომ შეთანხმება წაადგება მილიონობით ევროპელ მომხმარებელს, სადაც გაზპრომი, ახალი შეთანხმების მიხედვით, მუშაობის წესებს შეცვლის. ევროკავშირი გაზპრომს ადანაშაულებდა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მომხმარებლებისთვის უსამართლოდ მაღალი ფასების დაწესებაში და კონკურენციისთვის ხელის შეშლაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG