Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადაში თავს დაესხნენ ინდურ რესტორანს


ქალაქ მისისოგის ინდური რესტორანი, სადაც აფეთქება მოხდა
ქალაქ მისისოგის ინდური რესტორანი, სადაც აფეთქება მოხდა

სულ მცირე 15 ადამიანი დაიჭრა კანადის ონტარიოს პროვინციის ქალაქ მისისოგაში, რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ორმა ნიღბიანმა პირმა ინდურ რესტორანში Bombay Bhel-ში ააფეთქა თვითნაკეთი მოწყობილობა. თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს. კანადური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეჭვმიტანილების ძებნის ოპერაციაში პოლიციის გარდა მონაწილეობენ შეიარაღებული ტაქტიკური ძალების დანაყოფები. აფეთქების შედეგად დაჭრილთა უმრავლესობა მისისოგის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი კი ტორონტოს სამედიცინო ცენტრში. ონტარიოს ტბასთან მდებარე ქალაქ მისისოგაში მდებარეობს მთავარი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ონტარიოს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს, კანადის უმსხვილეს ქალაქს, ტორონტოს ემსახურება. ერთი თვის წინ, თავდასხმა მოხდა ტორონტოშიც, სადაც 25 წლის ალექს მინასიანი ავტოფურგონით შეეჯახა ფეხით გამვლელებს. დაიღუპა 10 და დაშავდა 15 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG