Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო: აშშ-ს სურს შეცვალოს ირანის რეჟიმის ქცევა და არა თავად რეჟიმი


მაიკ პომპეო ინტრევიუს დროს
მაიკ პომპეო ინტრევიუს დროს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაკ პომპეო აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიზანს წარმოადგენს ირანის რეჟიმის ქცევის და არა თავად რეჟიმის შეცვლა.ამის შესახებ პომპეომ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, 25 მაისს განაცხადა.აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში და საინფორმაციო სივრცეში, საუბრები ირანში „რეჟიმის შეცვლის“ შესახებ აქტიური გახდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპი მრჩევლად უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონის დანიშვნის შემდეგ. ამ პოსტის დაკავებამდე, ბოლტონმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უნდა გააძლიეროს ეკონომიკური ზეწოლა ირანზე და მხარი დაუჭიროს მთავრობის ოპონენტებს იმი მიზნის მიღწევისათვის, რასაც „რეჟიმის შეცვლა“ ჰქვია. მაგრამ მრჩევლად დანიშვნის შემდეგ ბოლტონმა განაცხადა, რომ „რეჟიმის შეცვლა“ თეირანში არ წარმოადგენს თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკის ნაწილს. ორი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ი გადის საერთაშორისო შეთანხმებიდან ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო და აპირებს პოლიტიკის გამკაცრებას თეირანისდამი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG