Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის ისტორიული მუზეუმის საცავში წყალმა გაჟონა


"ბატონის ციხე" თელავში
"ბატონის ციხე" თელავში

თელავის ისტორიულ მუზეუმში საკანალიზაციო მილი დაზიანდა, წყალმა საცავში გაჟონა და რამდენიმე ნახატი დააზიანა. მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, „დასველებული 5 ნახატიდან არც ერთი არ არის შედევრი.“ დირექტორის თქმით, გამოიძახეს წარმომადგენლები იმ კომპანიისა, რომელმაც მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარა. „დილის 6 საათამდე იმუშავეს და დაზიანებული მილი აღადგინეს. დაგვპირდნენ, რომ მსგავი რამ აღარ განმეორდება. რაც შეეხება დასველებულ ნახატებს, ისინი ვერანდაზე გამოვიტანეთ და გავაშრეთ“, - განაცხადა გურამ ურჩუხიშვილმა.

თელავის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაშია მეფე ერეკლე მეორის „ბატონის ციხეც.“ კომპლექსი, რომლის რეკონსტრუქცია ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაოებისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, ოფიციალურად გაიხსნა 2018 წლის 16 მაისს. ამასთან, კვლავ სარესტავრაციოა ერეკლე მეორის სასახლის კარიბჭე, აბანო, „არჩილის კოშკი“ და ტაძარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG