Accessibility links

შსს სწავლობს კიდევ ერთი მედიასაშუალებით მტკიცებულებების გასაჯაროების ფაქტს


შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისის კლუბებში ნარკოტიკების გასაღების საქმის გამოძიების ფარგლებში შეისწავლის კიდევ ერთი ტელეკომპანიის მიერ მონაცემების გასაჯაროების ფაქტს. შსს-ს განმარტებით, საუბარია 26 მაისს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მტკიცებულებების გასაჯაროებაზე. „კერძოდ, გამოქვეყნდა კლუბების, „ბასიანის“ და „გალერის“ საქმეში არსებული დოკუმენტები, სატელეფონო ჩანაწერები და გასაჯაროვდა მოწმეების ვინაობა, რის გამოც შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ“ - ნათქვამია შსს-ს მიერ 28 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროს ცნობითვე, „მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება, როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით.“ მანამდე, 23 მაისს, შსს-მ დაიწყო ტელეკომპანია “იმედის“ მიერ მტკიცებულების, კერძოდ, საქმეში არსებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გასაჯაროების ფაქტის შესწავლა. შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 8 პირი 12 მაისს დააკავა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG