Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ვერ შეძლეს ხურვალეთის მავთულხლართებთან აქციის გამართვა


მავთულხლართებით გაყოფილი სოფელი ხურვალეთი
მავთულხლართებით გაყოფილი სოფელი ხურვალეთი

საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში, სადაც ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარებს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს. სათვისტომოს წარმომადგენლები ხურვალეთში, მავთულხლართებთან გეგმავდნენ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის გამართვას. თუმცა, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიათა არარსებობის გამო, ამ აქციის ჩატარების ნება არ დართო. საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა მავთულხლართებისგან მოშორებით გამართეს სიმბოლური აქცია, საჰაერო ბურთები გაუშვეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ამის შემდეგ, სათვისტომოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მშვიდობიანი აქციის გამართვა სოფელ ერგნეთში, სადაც პოლიციის თანხლებით მიემართებიან.

საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები, რომელთა ნაწილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავალია, საქართველოს სტუმრობენ პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG