Accessibility links

"ქართული ოცნების" ოფისთან შიმშილობის აქცია დაიწყო


"ქართული ოცნების" ოფისი თბილისში

თბილისში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის მცხოვრებნი. ისინი მოითხოვენ, კომპანია RMG Gold-მა შეწყვიტოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, ოქროს კარიერული მოპოვება და დაცული იყოს ჯანსაღი ცხოვრების უფლება. „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან შეკრებილები ითხოვდნენ პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და მას შემდეგ, რაც ოფისიდან არავინ გამოეხმაურა, აქციის ორმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო. ტანძიელების განცხადებით, აქცია მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყდება.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG