Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა წიქარიშვილი: ვტოვებ სალი კლდეების სამშობლოს


აქტივისტი ბექა წიქარიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დროებით ტოვებს საქართველოს და დედასთან, საბერძნეთში მიდის.

"ერთხელ უკვე ვთქვი რომ დემორალიზებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს დემოტივირებულს, პირიქით, უფრო დიდზე მეფიქრება, უფრო ყოვლისმომცველზე, ახალზე. ჯერ არ ვიცი რისი, მაგრამ ახალი მშობიარობა იწყება. ასე ვიყავი მაშინაც, "თეთრი ხმაური" რომ იბადებოდა.

რას ვაპირებ მიმდინარე პროცესებზე? უფრო ის ვიცი რას არ ვაპირებ. გუშინ უკვე მედიითაც ვთქვი უარი მინისტრებთან სამაგიდო ფორმატზე, არაფერი მესაქმებოდა ისედაც მანდ, "ბესედკებში" და მეგობრების მაგიდებზე ჯდომა მირჩევნია. ექსპერტები თუ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს დაე განაგრძონ. ჩემთვის სიმულაციაა ეგ მაგიდა. თუ ცვლილებას აპირებენ უჩვენმაგიდოდაც იზამენ როგორმე. თუ ჩემს ჩამოსვლამდე კანონს მიიღებენ (ამინ), შორიდან მომილოცეთ, თუ არა (ტფუი ეშმაკს), ჩამოვალ და ახალი სტრატეგიით განვაგრძოთ წინააღმდეგობა. იცით ალბათ წიქარა ვარ, ხალხური ზღაპრიდან, მართალია ერთი რქა გამიცვდა, მაგრამ მეორე უფრო ძლიერი მაქვს რეზერვში "

XS
SM
MD
LG