Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ამფითეატრიდან კინოჩვენებისთვის გამზადებული  ვიდეოპროექტორი მოიპარეს


რუსთავი
რუსთავი

27 მაისს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ამფითეატრში რუსთავის მერიის ბალანსზე რიცხული ვიდეოპროექტორი მოიპარეს, რის შესახებაც ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის 28 მაისს გახდა ცნობილი. ქურდობის ფაქტს შს სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილება იძიებს. პროექტორის მეშვეობით ველომბროლელებისთვის დოკუმენტური ფილმი უნდა ეჩვენებინათ. ღონისძიების ორგანიზატორმა, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ამირან ჯანჯღავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქურდობის ფაქტზე პოლიციაში 28 მაისს განაცხადეს - მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა პროექტორი ერთმანეთში მოიკითხეს, მაგრამ ვერ მიაკვლიეს. ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, ამირან ჯანჯღავას ინიციატივით, რუსთავის შემოსასვლელიდან ველორბოლა იმართება ხოლმე.

„გუშინ მივედით ამფითეატრში, დავალაგეთ სკამები, გავაკარით ფარდა, დავდგით პროექტორი, მაგრამ ველორბოლიდან დაბრუნებულებს პროექტორი აღარ დაგვხვდა“, -ამბობს ამირან ჯანჯღავა. - „ არ გავურბივართ იმას, რომ ჩვენი უყურადღებობის ბრალიცაა, პროექტორი ამფითეატრის სცენაზე დაგვრჩა, თუმცა ეს არ ამართლებს ვიღაცას, რომელმაც, უბრალოდ, აიღო მოწყობილობა და სახლში წაიღო“.

მისივე თქმით, ღონისძიების მონაწილე დაახლოებით 60 ველომოყვარულს უნდა ენახა „რედბულის“ დოკუმენტური ფილმი ველოსპორტსმენებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG