Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის დაცვის მხარე სასამართლოს მიმართავს


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, გ.ჯ-ს ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული. ადვოკატებმა და ალტერნატიული ექსპერტიზისთვის მიწვეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა 29 მაისს გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად, წარდგენილ ბრალში გ.ჯ-ს უდანაშაულობა დაადასტურა სასამართლო გამოძიებამ, გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა და მოწმეთა და ბრალდებულთა ჩვენებებმა. კერძოდ, დაცვის მხარე ირწმუნება, რომ გ.ჯ-ს არ აქვს შეხება გარდაცვლილ დავით სარალიძის სხეულზე არსებულ სასიკვდილო ჭრილობებთან. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს ობიექტური განაჩენისკენ მოუწოდებენ.

ამავე განცხადებაში ბრიტანელი ექსპერტები, ჯეისონ პეინი-ჯეიმსი და სიუ კარნი აღნიშავენ, რომ ნივთმტკიცებები ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მიიღეს, საექსპერტო მასალის გარკვეული ნაწილი სათანადოდ არ იყო შენახული, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა, საკმარისი მასალა განიხილეს იმისთვის, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნამ ხელი შეუწყოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. უცხოელი ექსპერტების ინფორმაციით, დაახლოებით ორი სამუშაო კვირა დასჭირდებათ შეგროვებული ინფორმაციის ბრიტანულ ლაბორატორიებში დასამუშავებლად.​


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG