Accessibility links

აშშ-ის ანგარიში: საქართველოში სათანადოდ არ იძიებენ რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, საქართველოში უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ პრობლემად რჩება რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არასათანადოდ გამოძიება. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშში, რომელიც 29 მაისს გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. ტექსტი მოიცავს ინფორმაციას 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდის შესახებ. ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიძია, სავარაუდოდ, რელიგიური სიძულვილით მოტივირებული შვიდი დანაშაული, რომელთაგან უმრავლესობა უკავშირდებოდა დევნას და ამ შემთხვევებიდან სამი ცნო რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებად. არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ შეფასებით, რელიგიური სიძულვილით მოტოვირებულ დანაშაულებს სათანადოდ არ იძიებენ. საქართველოს შესახებ ანგარიში იწყება იმის აღნიშვნით, კონსტიტუციით არის აღიარებული „რელიგიის სრული თავისუფლება“, სახელმწიფო და ეკლესია გამიჯნულია ერთმანეთისაგან და აკრძალულია რელიგიური ნიშნით დევნა. ამავე დროს, სახელმწიფოს კანონები და პოლიტიკა ისეთ პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (იგულისხმება, მაგალითად, პატრიარქის სამართლებრივი იმუნიტეტი), რომელიც არ აქვს არც ერთ სხვა რელიგიურ ჯგუფს.დოკუმენტში ასახულია ასევე კრიტიკა, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცის და რელიგიური გაერთიანება გამოთქვამს რელიგიის საკითხების სახელმწიფო სააგენტოს „გაუმჭვირვალე მუშაობაზე“, რაც არ უწყობს ხელს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG