Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ანგარიში: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კვლავაც იზღუდება რელიგიის თავისუფლება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომლებიც „კვლავინდებურად გასულია ცენტრალური მთავრობის კონტროლიდან“, გრძელდება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარება ასახულია 29 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ. მასში, მაგალითად, ნათქვამია, რომ 2017 წლის იანვარში რუსეთის სამხედრო შენაერთებმა აფხაზეთში დაანგრიეს მე-19 საუკუნის ეკლესია და სასაფლაო რუსეთის სამხედრო პოლიგონის მოსაწყობად. სამხრეთ ოსეთის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ დე ფაქტო „უზენაესი სასამართლოს“ გადაწყვეტილებით, აიკრძალა რელიგიური ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეები“. მანამდე ასეთი აკრძალვა უკვე არსებობდა აფხაზეთში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მოიცავს 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს.

XS
SM
MD
LG