Accessibility links

უკრაინელმა სამართალდამცავებმა გამოაქვეყნეს არკადი ბაბჩენკოს სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი


არკადი ბაბჩენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტორობოტი.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი 29 მაისს მოკლეს კიევში, საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ბაბჩენკოს ზურგში სამჯერ ესროლა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა განზრახ მკვლელობის მუხლით. გამოძიება განიხილავს ორ ძირითად ვერსიას - ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას და სამოქალაქო პოზიციას.

არკადი ბაბჩენკო რუსეთში საქმიანობისას თანამშრომლობდა არაერთ გამოცემასთან, მათ შორის „ნოვაია გაზეტასთან“ და ხშირად აკრიტიკებდა პუტინის ხელისუფლებას. ჟურნალისტმა რუსეთი 2017 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც მიიღო ინფორმაცია მისი შესაძლო დაპატიმრების შესახებ. ბოლო ხანს არკადი ბაბჩენკო ყირიმელი თათრების ტელეკომპანიის, ATR-ის წამყვანი იყო.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG