Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI: უმრავლესობისთვის მედია ისევ ნაწილობრივ თავისუფალია


არის თუ არა საქართველოს მედია თავისუფალი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის თვალსაზრისით თუ მედიას მთავრობა აკონტროლებს? ამ შეკითხვაზე შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი კვლევის ანგარიშის თანახმად, გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ მედია ნაწილობრივ თავისუფალია. 19% მიიჩნევს, რომ არცთუ ისე ძალიან, ხოლო 17% ფიქრობს, რომ აბსოლუტურად თავისუფალია.

კითხვაზე, რატომ ფიქრობთ, რომ მედია არ არის თავისუფალი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის მხრივ, 73% პასუხობს, რომ ეს მთავრობის ზეწოლის გამოა, 10% მიიჩნევს, რომ მედია კორუმპირებულია.

კითხვაზე, თუ რომელი საინფორმაციო წყაროდან იღებენ ინფორმაციას საერთაშორისო ვითარების შესახებ, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ საქართველოს ტელევიზიებიდან, 22% ონლაინ მედიას ასახელებს, ხოლო 11% სოციალურ ქსელებს.

კითხვაზე, რომელ ქართულ არხებს უყურებთ რეგულარულად, 76% ასახელებს ტელეკომპანია „იმედს“, 72% ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, 20% საზოგადოებრივ მაუწყებელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG