Accessibility links

კიევი: რუსეთის სპეცსამსახურებმა 40 ათასი დოლარი გადაიხადეს ბაბჩენკოს მკვლელობისათვის


2018 წლის 30 მაისი: რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო უკრაინის უშიშროების სამსახურის ბრიფინგზე - მის მკვლელობაზე ცნობის გავრცელებიდან ერთი დღის შემდეგ

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ ჰრიცაკის განცხადებით, რუსეთის პრესსამსახურების დაკვეთით, რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო უნდა მოეკლა უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც 40 ათასი დოლარი გადაუხადეს. უკრაინის ტელეარხ "ჰრომოდსკეს" ცნობით, ამის შესახებ ჰრიცაკმა განაცხადა 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ ბაბჩენკო ცოცხალია.

წინა დღეს, 29 მაისს გავრცელდა ცნობა კიევში ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ. უშიშროების სამსახურის ბრიფინგზე, რომელიც პირდაპირ ეთერში აჩვენეს, თვითონ ბაბჩენკოც მივიდა და განაცხადა, რომ ცნობები მისი მკვლელობის შესახებ იყო ნაწილი ოპერაციისა, რომელსაც ორი თვე ამზადებდნენ. ჟურნალისტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის უშიშროების სამსახურს მისი გადარჩენისათვის.

კიევის პოლიციამ და უკრაინის შინგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 29 მაისს გამოაცხადეს, რომ ბაბჩენკო გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მანქანაში, რომლითაც საავადმყოფოში გადაჰყავდათ მას შემდეგ, რაც მას კიევში, მისსავე ბინასთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის 2017 წლის აგვისტოში გადასახლდა უკრაინაში რუსეთიდან, სადაც მას მოკვლით ემუქრებოდნენ. რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა ინსცენირებული აღმოჩნდა. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტის მკვლელობა სპეცოპერაცია იყო.

მკვლელობის ინსცენირება უკრაინელის სამართალდამცავებისთვის არ არის პირველი შემთხვევა. მსგავსი რამ უკრაინის პოლიციამ 2016 წელსაც დაგეგმა, როდესაც ისინი იძიებდნენ ოდესელ ადვოკატ ალექსანდრ პოგორელოვზე თავდასხმას. პოლიციამ გაავრცელა ცნობა მისი მკვლელობის შესახებ, რის შემდეგაც დააკავეს სავარაუდო მკვლელები და შუამავლები. მომდევნო დღეს აღმოჩნდა, რომ ადვოკატი ცოცხალი იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG