Accessibility links

კახა კალაძე: დაიბარეთ კომპანია, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა


თბილისის მერმა, კახა კალაძემ 31 მაისს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა მთაწმინდაზე, მშენებლობისას ჩამონგრეული კლდის შესახებ საუბრით დაიწყო.

"თქვენ იცით, რომ ყიფიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე, მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდბოდა და მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე მთავრობის სხდომის შემდეგ დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი მერიაში, რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები და დღეს დღის ბოლომდე გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით" - თქვა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, რომელიც Facebook Live-ის საშუალებითან გადაიცემოდა.

31 მაისს დილით მთაწმინდის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს. სამშენებლო სამუშაოებს ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი ახორციელებდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG