Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ერთ-ერთ სკოლას რამდენიმე ადგილას პუტინი მიახატეს


ზუგდიდში, პირველი საჯარო სკოლის ჭიშკარზე რამდენიმე ადგილას, ასევე ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაზე წუხელ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიახატეს. ამ აქციას წინ უძღოდა პირველ სკოლაში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის და პუტინთან დაახლოებული პირის, მიხეილ ხუბუტიას სტუმრობა, რამაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია სოციალურ ქსელებში. რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერმა როგორც ამ სკოლის კურდამთავრებულმა სკოლას 150 წლის იუბილე მიულოცა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ძვირადღირებული მობილური ტელეფონები, ხოლო პედაგოგებს და სკოლის დირექტორს ლეპტოპები გადასცა. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ მერის მოადგილე გია გულორდავა და რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია. მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, როგორ აფასებს მიხეილ ხუბუტიას, როგორც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირის მხრიდან ღონისძიების თანაორგანიზატორობას, იმ ფონზე, როცა ეს მოქალაქეთა ნაწილში გაღიზიანებას იწვევს, აღნიშნა, რომ „ადამიანმა თავისი პიროვნული სურვილით გააკეთა ეს და მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ“. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაჩნდა ზუგდიდში ვლადიმირ პუტინის ნახატები. მისი ავტორი ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.

ცნობისთვის, ზუგდიდელი ბიზნესმენი და „ქართველთა კავშირის“ დამფუძნებელი მიხეილ ხუბუტია, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, ღიად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინს. ინტერნეტ სივრცეში იძებნება როგორც მისი შესაბამისი განცხადებები, ასევე ფოტო, სადაც აცვია მაისური რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG