Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ


აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მრავალათასიანი აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ და დაშლას თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

„შოთაძე გადადგა, სუბელიანი გარეთ არის. დავტოვოთ ჩემი და თქვენი შვილების მკვლელები გარეთ?“ - მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ აქციაზე შეკრებილებს. „სისტემამ ომი გამოგვიცხადა. ჩვენ დავანგრევთ სისტემას. სისტემის უკან დგას კვირიკაშვილი და ივანიშვილი. ძირს კვირიკაშვილის მთავრობა. გადადგეს ყველას, ვინც ამ სისტემას მფარველობს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აქციის ორგანიზატორები პარლამენტის წინ კარვების გაშლას აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG