„არა მხოლოდ სისტემა, არამედ ხელისუფლება დაგვეტაკა ჩვენ“ – განაცხადა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, მას შემდეგ, რაც იქ მისულ პრემიერ-მინისტრს მიმართვის დასრულების საშუალება არ მისცეს აქციის მონაწილეებმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია საქმის სამართლებრივი გზით წარმართვა და მზად არის, „ხვალიდან საქმის გამოძიება დაუბრუნდეს შს სამინისტროს.“ „პრემიერი მოვიდა არა იმიტომ, რომ მითანაგრძნოს და მითხრას, რომ დღესვე იქნებიან დაკავებული ჩემი შვილის მკვლელები და მათი მფარველები, არამედ მას უნდოდა, რომ კიდევ ერთხელ მოვეტყუებინე, ისევე, როგორც მატყუებდნენ 6 თვის მანძილზე“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. „ხალხმა გააძევა პრემიერი და ძალიან მალე გავაძევებთ მთელ მთავრობას“ - განაცხადა სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე. მან მიმართა ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე აქციის მონაწილეების მოთხოვნები გაზრდილა, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის გადაწყვეტილების თაობაზე.
ყველაზე პოპულარული
1