Accessibility links

მარგველაშვილი: ჩემი მიზანია უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი, სტაბილური პროცესი


გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, თბილისში მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მთავარი სათქმელი იყო გაზიარება ტკივილისა, რომელსაც განიცდის ზაზა სარალიძე და სხვა ბევრი ადამიანიც.

„ჩემი მიზანია ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს გულისტკივილი, იმისათვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი და ქვეყანა იყოს სიმშვიდეში“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნით ბუნებრივია, ურთიერთობა ექნება ხელისუფლებასთანაც. „არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო ყველასთვის იყოს ქვეყანა, სადაც ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს, ეს იყოს სტაბილური ქვეყანა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, შეხვდება თუ არა პრემიერ-მინისტრს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG