Accessibility links

მწერალთა სახლმა გამოაცხადა კონკურსი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად


მწერალთა სახლმა გამოაცხადა კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად. პრემია გადაეცემა საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და საბავშვო პროექტის ავტორებს. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პრემია მიზნად ისახავს საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებას და თანამედროვე საბავშვო ავტორების წახალისებას. საბავშვო ლიტერატურული პრემია გაიცემა სამი განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის: ყველაზე პატარებისთვის (3-6 წწ.), პატარებისთვის (6-12 წწ.), ყმაწვილებისთვის (12-16 წწ). პრიზები გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პოეტური წიგნი;საუკეთესო პროზაული წიგნი; საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი; საუკეთესო საბავშვო დრამატურგია; საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი; საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი; საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის. საკონკურსო მასალები მიიღება მწერალთა სახლში 1 ივნისიდან 10 სექტემბრამდედა მათ 5 კაცისგან შემდგარი კონფიდენციალური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების გამოვლინდებიან 2018 წლის ოქტომბერში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG