Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სუფთა ხელებით“ - მოსწავლეები და სტუდენტები უერთდებიან აქციას


მოსწავლეები და სტუდენტები 51-ე საჯარო სკოლასთან
მოსწავლეები და სტუდენტები 51-ე საჯარო სკოლასთან

სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები 51-ე საჯაროს სკოლასთან შეიკრიბნენ და გაემართნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ, რათა შეუერთდნენ აქციას, რომელიც უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ისინი სკანდირებენ „სუფთა ხელებით“, „დათოსთვის და ლევანისთვის“, „არა პარტიულობას“. პარლამენტის შენობის წინ აქცია დღის 4 საათზე განახლდა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG