Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პატიმრობაში დატოვეს ბაბჩენკოს "მკვლელობაში" ეჭვმიტანილი


კიევის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბორის ჰერმანი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის დაგეგმვაში. გავრცელებული ცნობებით, ჰერმანმა ამ მიზნით 40,000 ამერიკული დოლარი შესთავაზა დაქირავებულ მკვლელს. უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ აღკვეთა მკვლელობის გეგმა, ბაბჩენკოსთან თანამშრომლობით და მისი მკვლელობის ინსცენირებით. უკრაინის უშიშროებამ ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება 29 მაისს მოაწყო და აცხადებს, რომ ამით ხელი შეუწყო მისი მკვლელობის რუსული გეგმის ჩაშლას. ბაბჩენკოს თქმით, ჰერმანმა მკვლელობისთვის ფული მაშინ გადაიხადა, როცა "მკვლელობის" შესახებ ცნობები გავრცელდა. ინტერფაქსის ცნობით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ ჰერმანის მიერ დაქირავებული პირი იყო ალექსეი ციმბალიუკი, რომელიც მანამდე აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში იბრძოდა. მანამდე ლუცენკოს ნათქვამი აქვს, რომ პირი, რომელსაც ბაბჩენკო უნდა მოეკლა, გამოძიებასთან თანამშრომლობდა და მას მოწმის სტატუსი აქვს. რუსეთი გმობს ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირებას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG