Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში დაამტკიცეს ევროსკეპტიკოსი მთავრობა


იტალიაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას შეუდგა ჯუზეპე კონტე, რომელიც უხელმძღვანელებს ევროსკეპტიკოსი, პოპულისტური ორიენტაციის კოალიციას. "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" და "ჩრდილოეთის ლიგისგან" შემდგარი კოალიცია ჩამოყალიბდა სამთვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ. ის მოიცავს ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგე და მემარჯვენე მინისტრებს, ისევე როგორც პოლიტიკოსებს, რომლებიც წინა მთავრობებშიც მუშაობდნენ. საერთო ანგარიშით იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ დაამტკიცა 18 მინისტრი, მათ შორის ხუთი ქალი. პაოლო სავონა, რომლის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დამტკიცებაზე პრეზიდენტმა უარი თქვა ევროს მიმართ მისი წინააღმდეგობის გამო, 1 ივნისს ევროპული საქმეების მინისტრი გახდა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა 1 ივნისს კონტეს მიულოცა და განაცხადა, რომ რომ მისი გაპრემიერება ემთხვევა "იტალიისთვის და ევროკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდს", როცა ერთიანობა და სოლიდარობაა საჭირო საერთო წინაღობების გადასალახად. ტუსკმა კონტეს და მის კაბინეტს მოუწოდა ევროკავშირთან ითანამშრომლონ "პატივისცემაზე დამყარებული დიალოგისა და ერთგული თანამშრომლობის" გზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG