Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია თუ კონტრაქცია ფილარმონიასთან?


პოლიციას ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაჰყავს აქციის მონაწილე ქალი. 2018 წლის 1 ივნისი
პოლიციას ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაჰყავს აქციის მონაწილე ქალი. 2018 წლის 1 ივნისი

ფილარმონიასთან მიმდინარე აქციიდან, თვითმხილველების თქმით, პოლიციამ სულ მცირე 10 ადამიანი წაიყვანა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი შვილმკვდარი მშობლები და მათი მხარდამჭერები არიან და სოლიდარობას უცხადებენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად იმართება. ამავე დროს, მათი თქმით, ისინი საზოგადოების წარმომადგენლები არიან და შესაძლოა, მათ შორის იყვნენ „ქართული მარშის“ წარმომადგენლებიც. მანამდე, „ქართული მარშის“ facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციის მხარდამჭერები 19:00 საათზე, სწორედ ფილარმონიასთან აპირებდნენ შეკრებას, დრამატურგ გურამ ქართველიშვილის მოწოდების შესაბამისად. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ აქციიდან წაყვანილ პირებს შორის არის თავად გურამ ქართველიშვილიც. მოგვიანებით „ქართული მარშის“ facebook-გვერდიდან ეს ინფორმაცია წაიშალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG