Accessibility links

„მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა. ექვსი თვეა, ველოდები ჩემი შვილის დაცვას, ექვსი თვეა, სულში მაფურთხებენ და სულში აფურთხებენ ჩემს შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება. არჩილ ტატუნაშვილის ღირსებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის ღირსებაზე, ლევან დადუნაშვილის ღირსებაზე არ უზრუნიათ და ახლა უნდათ ჩემი დაცვა?! ფთუი, მაგათ!“ - განაცხადა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

მისი ეს გამოსვლა მოჰყვა შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები.“ ტექსტის თანახმად, პროვოკაციები „შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის.“

„ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის სპეციალური ღონისძიებები იქნა შეთავაზებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG