Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილარმონიასთან პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, სხვები გამოკითხვაზე წაიყვანა


1 ივნისს, ფილარმონიასთან გამართული აქციიდან პოლიციელებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს შვიდი პირი, ხოლო ოთხი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შს სამინისტრომ მიაწოდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 166-ე მუხლი - წვრილმან ხულიგნობას, ხოლო 173-ე მუხლი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა გულისხმობს. ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი შვილმკვდარი მშობლები და მათი მხარდამჭერები არიან და სოლიდარობას უცხადებენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად იმართება. ამავე დროს, მათი თქმით, ისინი საზოგადოების წარმომადგენლები არიან და შესაძლოა, მათ შორის იყვნენ ასევე „ქართული მარშის“ წარმომადგენლები. მანამდე, „ქართული მარშის“ facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციის მხარდამჭერები 19:00 საათზე, სწორედ ფილარმონიასთან აპირებდნენ შეკრებას, დრამატურგ გურამ ქართველიშვილის მოწოდების შესაბამისად. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ აქციიდან წაყვანილ პირებს შორის იყო გურამ ქართველიშვილიც. მოგვიანებით „ქართული მარშის“ facebook-გვერდიდან ეს ინფორმაცია წაიშალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG