Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტთა გაფიცვას ახალგაზრდული ნაკრებიც შეუერთდა


ძიუდოისტებს შორის 31 მაისის ღამეს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გაფიცვას ახალგაზრდული ნაკრებიც შეუერთდა.

პირველმა განცხადება გააკეთა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯაბა პაპინაშვილმა.

„მე ვარ ჯაბა პაპინაშვილი. ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი. დღეს ჩემი ინიციატივით დავტოვე შეკრება და ვუერთდები დიდების ნაკრებს“, – დაწერა პაპინაშვილმა სოციალურ ქსელში. ცოტა ხანში კი მსგავსიგანცხადება მთელი გუნდის სახელით გააკეთა ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორმა თემურ ნოზაძემ:

„ჩვენ, საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ვტოვებთ შეკრებას და ვუერთდებით ჩვენ ძმებს - ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს“.

ძიუდოისტები უკვე ერთი თვეა, ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. ეროვნული ნაკრების წევრთა უმრავლესობა კი პროტესტის ნიშნად არ ვარჯიშობს.

31 მაისის ღამეს, თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი ჩხუბისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ვეტერანი ძიუდოისტი იოსებ წელაური, რომელიც ქევხიშვილის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენთა საპროტესტო აქციის წევრია. სამართალდამცავებმა იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავეს ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ლომერ ჟორჟოლიანი. ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტის ადგილზე დავით ქევხიშვილიც იმყოფებოდა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG