Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის 47 პოტენციური სამიზნის სია აღმოაჩინა


უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ აღმოაჩინეს რუსეთის სამიზნეების 47-კაციანი სია, რომელიც ძირითადად ჟურნალისტებისგან შედგება. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ცნობით სია მოიპოვეს სპეცოპერაციის შედეგად, რომლის ნაწილიც იყო რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება. ლუცენკოს განცხადებით, 47-ვე ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომები იქნა მიღებული. „ეხო მასკვის“ თანამშრომელმა მატვეი განაპოლსკიმ ეთერში განაცხადა, რომ ის და კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი ევგენი კისელიოვი დაიბარეს უკრაინის უშიშროების სამსახურებმა და გააფრთხილეს მოსალოდნელი რისკის შესახებ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG