Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში დაიტბორა გზები და შიდა ეზოები

რუსთავი
რუსთავი

2 ივნისს რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და შიდა ეზოები. გზებზე გაძნელებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეიმჩნევა შიდასაქალაქო მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სიმცირე. ქალაქის მთელ რიგ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქუთაისის და შარტავას მოედნებზე, სადაც სანიაღვრე ჭები ვერ ატარებს წყლის დიდ ნაკადს.

XS
SM
MD
LG