Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძეს სთავაზობს


პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 2 ივნისის ბრიფინგზე ხელისუფლებას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა შესთავაზა. თავად შალვა შავგულიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.წინა გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ და საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა. 31 მაისსვე, გვიან ღამით, ბრიფინგზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომ იუსტიციის მინისტრს უკვე დაავალა, რომ „მაქსიმალური ჩართულობითა და საზოგადოების ფართო ფენების ლეგიტიმაციით, შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG