დღეს მარნეულში დიდი რაოდენობით მოსული ნალექის შედეგად დაიტბორა სახლები, სავაჭრო ობიექტები, ნათესები; შეფერხებულია მოძრაობა. გზებზე ნიაღვარმა რამდენიმე ადგილას აყარა ასფალტის საფარი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, განსაკუთრებით დაზარალდა ვაჟა-ფშაველას და აღმაშენებლის ქუჩები. მძიმე ვითარებაა მარნეულის პირველ სკოლასთანაც. სტიქიის ადგილზე გასულები არიან სამაშველო ჯგუფები. მარნეულის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ზარალის დასადგენად ადგილზე იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები.